რომას სელტიკის ფეხბურთელი სურს
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ჯალოროსი სელტიკის მარცხენა მცველის, ბოლი ბოლინგოლი-მბომბო-ს ტრანსფერზე მუშაობს.
25 წლის ბოლინგოლი, რომელიც რომელუ ლუკაკუს ბიძაშვილია, სელტიკს გასულ ზაფხულს ვენას რაპიდიდან, 3.3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და 29 მატჩში 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.