Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომას სმოლინგის შენარჩუნება სურს

რომამ მანჩესტერს სმოლინგის სანაცვლოდ კიდევ ერთ წლიანი იჯარა შესთავაზა,შემდგომში 14 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.

მხარეებს შორის სმოლინგის თაობაზე მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა,რადგან მანჩესტერი თავის გუნდში სმოლინგის ადგილს ვერ ხედავს,სხვა მსურველები კი ფეხბურთელს არ ჰყავს.

გავრცელებული ინფორმაციით,რომა მზად არის ერთ წლიან იჯარაში 3 მილიონი ევრო გადაიხადოს,შემდეგ კი 14 მილიონად გამოისყიდოს.

წითელ ეშმაკებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო სურდათ,თუმცა შემდეგ 20 მილიონის სანაცვლოდ მის დათმობაზე თანხმობა განაცხადეს,რაც რომას მიერ შეთავაზებულ წინადადებასთან საკმაოდ ახლოს არის და სავარაუდოდ გუნდები შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

თავად ფეხბურთელმა იტალიის დედაქალაქში დარჩენის სურვილი უკვე დააფიქსირა.