Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას სმოლინგი უბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია ა-ს მომდევნო ტურიდან რომას გუნდის ინგლისელი უკანახაზელი კრის სმოლინგი დაუბრუნდება.

სმოლინგმა მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ყველა ტურნირზე მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, 31 წლის ფეხბურთელმა ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა და ის მოურინიოს განკარგულებაში მომდევნო ტურიდან დაბრუნდება.