Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას სპინაცოლას ჩანაცვლება ინტერის ფეხბურთელით სურს

ლეონარდო სპინაცოლას ურთულესი ტრავმის შემდეგ, რომელსაც 6 თვე გაუცდება, ჯალოროსიმ იტალიელი ფეხბურთელის შემცვლელის ძიება დაიწყო და იტალიური მედიის ინფორმაციით, მათი მთავარი სამიზნე ინტერის საკუთრებაში მყოფი ფედერიკო დიმარკო გახლავთ.

23 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით ვერონაში გაატარა და 35 მატჩში 5 გოლს 5 საგოლე გადაცემა დაუმატა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, რომა მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა საბოლოო სიტყვას ნერაძურის ახალი თავკაცი სიმონე ინძაგი იტყვის, რომელსაც სურს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ფეხბურთელს სეზონის წინ მოსამზადებელ პერიოდში დააკვირდეს.