Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას ტოტენჰემის ნახევარმცველი სურს

ბრიტანული წყაროების ინფორამციით, ტოტენჰემის ნახევარმცველი ჰარი უინკსი რომას სატრანსფერო რადარზე გამოჩნდა.

ინგლისელი ფეხბურთელის კარიერა ტოტენჰემში არც თუ ისე კარგად ვითარდება და მან მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 330 წუთი დაჰყო, ამიტომ გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არ იქნება.

ჟოზე მოურინიო 25 წლის ფეხბურთელს ტოტენჰემში მუშაობის დროიდან კარგად იცნობს და მისი შესაძლებლობები ძალიან კარგად მოეხსენება.

ჟალოროსის ინგლისელი ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 10-15 მილიონი ევრო დაუჯდება.