რომას ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიას ჟალევსკიც შეუერთდა
რომა ტრავმების სერიოზულ კრიზისში იმყოფება და ჯალოროსის ლაზარეთს კიდევ ერთი ფეხბურთელი ნიკოლა ჟალევსკიც შეუერთდა.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ტალანტს კუნთის პრობლემები აქვს და ის ემპოლის წინააღმდეგ თამაშს ვერ მოახერხებს.
ჟალევსკის გარდა, რომას ტრავმების გამო ძანიოლო, ვეინალდუმი, ელ შაარავი, დარბო და კუმბულა ვერ ეხმარებიან.