Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომას ტრიოს კორონა ვირუსი აქვს

ედინ ჯეკოს შემდეგ, კორონა ვირუსი რომას კიდევ 3 ფეხბურთელს დაუდასტურდათ. ამჯერად ვირუსზე დადებითი პასუხი ფედერიკო ფაციომ, ლორენცო პელეგრინიმ და დავიდე სანტონმა მიიღეს.

ფაციოს და სანტონს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ, პელეგრინიმ კი თავის ინსტაგრამზე პოსტი დადო, სადაც წერია, რომ მას გარკვეული სიმპტომები აქვს.

„გამარჯობათ, ბოლო ტესტებმა აჩვენა, რომ მეც კორონა ვირუსი მაქვს. გარკვეული სიმპტომები გამომივლინდა, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ სერია ა-ს განახლებამდე მოედანზე დაბრუნებას მოვახერხებ.“