Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას უარი პიანიჩს…

მირალემ პიანიჩი, რომლის კარიერა ბარსელონაში არც თუ ისე წარმატებულად წარიმართა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სერია ა-ში დაბრუნებას გეგმავს და მისი აგენტი ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა.

ფეხბურთელი ბლაუგრანას გეგმებში არ შედის და მისთვის გადასახდელი ხელფასის თავიდა ასარიდებლად ესპანელები მზად არიან ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვან, მაგრამ ბოსნიელს პირველ რიგში ახალი გუნდის პოვნა სურს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტმა მისი სამსახური ყოფილ გუნდებს იუვენტუსს და რომას შესთავაზა, თუმცა ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ მისი რომაში დაბრუნება პირადად დაბლოკა.