Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომას ფეხბურთელები იტალიის ნაკრებში არ ითამაშებენ

რომას შემადგენლობაში კორონა ვირუსი უკვე 6 ფეხბურთელს დაუდასტურდა, რის შემდეგაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯალოროსის ფეხბურთელები, რომლებიც მანჩინიმ ნაკრებში გამოიძახა, აძურის არ შეუერთდებიან.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პაულო ფონსეკა და მისი სტაფი ფეხბურთელებს ტრიგორიას ბაზაზე ინდივიდუალურად ავარჯიშებენ, რომ ერთმანეთთან კონტაქტი მაქსიმალურად შეამცირონ.