Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას ფორვარდს კორონა ვირუსი აქვს

რომამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ფორვარდს ფელიქს აფენა-გაიანს კორონა ვირუსი აქვს.

ჯალოროსის აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს, რომელმაც ჯენოას კარში დუბლი შეასრულა და რომას უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა, ბოლონიასთან მატჩის წინ სავალდებულო შემოწმება ჩაუტარდა და მას სამწუხაროდ ვირუსი დაუდასტურდა.

ის ვაქცინირებულია, ამიტომ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება და იზოლაციის პერიოდს სახლში გაივლის.