Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას ჯეკოს შენარჩუნება სურს

იუვენტუსი და ინტერი ედინ ჯეკოს სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და ბოსნიელის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, ვეტერან ფორვარდს კონტრაქტებს შესთავაზებენ, მაგრამ როგორც ჩანს ჯეკო ამ ზაფხულს გუნდსა არ გამოიცვლის.

გასული სეზონის მსვლელობისას ჯეკოს რომადან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო და მას იუვენტუსამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა და ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა სეზონის ბოლომდე გადაიდო.

თუმცა Tuttosport-ის ინფორამციით, რომაში ჟოზე მოურინიოს მისვლამ ჯეკოს სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. პორტუგალიელ მწვრთნელს ბოსნიელის შენარჩუნება სურს და სავარაუდოდ ის მგლების რიგებს მომდევნო სეზონის ბოლოს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვებს.