Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომაული გუნდები მატიჩის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

Calciomercato-ს ინფორმაციით, ლაციო და რომა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის ნემანია მატიჩის გაფორმებას ეცდებიან.

33 წლის სერბი ნახევარმცველი წითელი ეშმაკების რიგებს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ნებისმიერ მსურველს მისი უფასოდ დამატება შეეძლება.

წყაროს ცნობით, რომაული გუნდების წარმომადგენლებმა ფეხბურთელის აგენტთან პირველი მოლაპარაკებები უკვე გამართეს და სეზონის დასრულების შემდეგ, მას კონკრეტული წინადადებებით მიმართავენ.