Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომაული დერბი ნორვეგიელი ფორვარდის გასაფორმებლად…

იტალიური მედიის ინფორამციით, რომას შემდეგ ბოდო/გლიმტის ახალგაზრდა ტალანტის ერიკ ბოთეიმის გაფორმების სურვილი ლაციომაც გამოთქვა.

21 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა კონფერენს ლიგაზე რომას 2-მატჩიან დაპირისპირებაში 3 გოლი გაუტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც ჯალოროსის და პირადად ჟოზე მოურინიოს ინტერესი დაიმსახურა, თუმცა Tuttomercato-ს ცნობით, მისი გაფორმება ლაციოსაც სურს.

ბოთეიმს ბოდოსთან მიმდიანრე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და მისი გაფორმება ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.