Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომაში დიდი ცვლილებები იგეგმება

ფრედკინს ჯერ რომა ბოლომდე არ გაუფორმებია,თუმცა გუნდში რევოლუციისთვის ემზადება და სპორტული დირექტორის და მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

Il Messaggero-ს ინფორმაციით,მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრედკინისთვის პრიორიტეტული არჩევანი მარუსიო პოჩეტინოა,რომელიც ტოტენჰემის დატოვების შემდეგ უსაქმოდ არის.

მაურიციო სარის იუვედან წასვლის შემდეგ მას ბიანკონერის თავკაცობას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში ზებრების მწვრთნელი პირლო გახდა და  პოჩეტინო კვლავ უმუშევარია…

მწვრთნელის გარდა,რომა ახალი სპორტული დირექტორის ძიებაშია და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ბარსელონას დირექტორი,რამონ პლანესია.პლანესს და პოჩეტინოს ერთად ესპანიოლში უკვე ნამუშევარი აქვთ და გუნდის ერთად აშენება არ გაუჭირდებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published.