Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომაში კორონა ვირუსი მძვინვარებს

ედინ ჯეკოს, ფედერიკო ფაციოს, დავიდე სანტონის და ლორენცო პელეგრინის შემდეგ, კორონა ვირუსი მარაშ კუმბულასაც დაუდასტურდა.

პირველად ვირუსზე დადებითი პასუხი ედინ ჯეკომ მიიღო, გუშინ მას ფაციო, სანტონი და პელეგრინი შეუერთდნენ, რამდენიმე წუთის წინ კი ჯალოროსის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ვირუსი კუმბულასაც აღმოაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომენტარი თავად ახალგაზრდა ფეხბურთელმაც გააკეთა.

„გამარჯობათ, ბოლო ტესტებმა აჩვენა, რომ კორონა ვირუსი მეც მაქვს, თუმცა საბედნიეროდ არანაირი სიმპტომი არ მაწუხებს.

„დაცული ამ ვირუსისგან არავინ არ არის, ამიტომ მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ერთმანეთის ჯანმრთელობას საფრთხეში ნუ ჩავაგდებთ და რეკომენდაციები მაქსიმალურად დავიცვათ.

„ყველას, ვინც გამამხნევებელ წერილს მიგზავნის, მადლობას ვუხდი, ძალიან მალე მოედანზე შევხვდებით, Forza Roma!”