Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომაში ტრავმების კრიზისი გრძელდება…

რომას პრობლემები შემადგენლობასთან დაკავშირებით ტრავმებისა და სხვა პრობლემების გამო გრძელდება და ამჯერად ჟოზე მოურინიოს გუნდი მარაშ კუმბულას ტრავმის გამო მოინაკლისებს.

ალბანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ნაკრებში თამაშის დროს მიიღო და მას მოედნის დატოვება მე-17 წუთზე მოუწია.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, კუმბულას კუნთის ტრავმა აქვს, ის სამედიცინო შემოწმებას ხვალ იტალიაში გაივლის და დაზიანების სიმძიმე და მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ამის შემდეგ გვეცოდინება.