Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა აბრაჰამის დარწმუნებას ვერ ახერხებს

დღეს ლონდონში რომას სპორტულ დირექტორსა და ჩელსის ფორვარდს ტამი აბრაჰამს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა ჯალოროსიმ 23 წლის ფეხბურთელის დარწმუნება ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ტიაგუ პინტუმ ფეხბურთელს ჯალოროსის 9-ნომრიანი მაისური შესთავაზა, რომელიც ჯეკოს ინტერში ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ განთავისუფლდება, ასევე რეგულარული სათამაშო დრო და წლიური გასამრჯელო 4.5 მილიონი ევრო, მაგრამ აბრაჰამს არსენალში გადასვლის იმედი აქვს და მოსაფიქრებლად მეტი დრო ითხოვა.

SportItalia-ს ინფორმაციით, თუ არსენალმა ჩელსიდან აბრაჰამის გაფორმება მოახერხა, მეთოფეები რომას ალექსანდრ ლაკაზეტის კანდიდატურას შესთავაზებენ და საბოლოო სიტყვას ჟოზე მოურინიო იტყვის.