Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა არსენალის ნახევარმცველით ინტერესდება

რომა ნახევარდაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კანდიდატურების ძიებას განაგრძობს და ცნობილი გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, მათ სატრასნფერო სიაში არსენალის ნახევარმცველი ეინსლი მეიტლენდ-ნაილსი მოექცა.

24 წლის ფეხბურთელი მეთოფეების რიგებში არც თუ ისე ბევრ სათამაშო დროს იღებს და ის გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ არის.

ESPN-ის ცნობით, რომა მზად არის ის იჯარით გაიფორმოს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.