Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა არტურის ტრანსფერით დაინტერესებული არ არის

იუვენტუსი ბრაზილიელი ნახევარმცველის არტურის მსურველების ძებნას განაგრძობს და იტალიურ მედიაში ერთ-ერთ დაინტერესებულ მხარედ რომა სახელდებოდა.

რამდენიმე წყარო იმასაც ამტკიცებდა, რომ ჯალოროსი არტურის სანაცვლოდ იუვენტუსს ვილარს შესთავაზებდა, თუმცა როგორც ჩანს მგლებისთვის ბრაზილიელი ფეხბურთელი პრიორიტეტი არ არის.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომა არტურისთვის 6 მილიონის გადახდას, რომელსაც ის იუვენტუსში გამოიმუშავებს, არ აპირებს, ამიტომ ბიანკონერის მისი მსურველების ძებნა სხვაგან მოუწევს.