Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ატლეტიკოს ფეხბურთელს დაიმატებს

ესპანური მედიის ინფორმაციით, რომა ატლეტიკოს ნახევარმცველის ჰექტორ ერერას დამატებას გეგმავს და მოლაპარაკებები მის ტრანსფერზე უკვე დაწყებულია.

31 წლის მექსიკელ ფეხბურთელს ატლეტიკოსთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ჯალოროსის მისი გაფორმება ზამთარში საკმაოდ იაფად შეეძლება.

Todofichajes-ის ცნობით, ერერა რომაში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის, თუ ჯალოროსი ხელფასის სახით წლიურად 3.5 მილიონს გადაუხდის.