Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ახალი სტადიონის პროექტზე მწვანე შუქს უახლოეს პერიოდში მიიღებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომის მერიასა და რომას ხელმძღვანელობას შორის ახალი სტადიონის თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დიდი ალბათობით ჯალოროსი მწვანე შუქს უახლოეს პერიოდში მიიღებს.

Il Messaggero-ს ცნობით, მერიის წარმომადგენლები გუნდის პროექტს ოქტომბრიდან მოყოლებული სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კი მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები პროექტში საჭირო ცვლილებებზე მიუთითებენ, რის შემდეგაც რომა სტადიონის აშენების უფლებას მიიღებს.

რომა ახალი სტადიონის აშენებას პიეტრალატას რაიონში, სარკინიგზო სადგური ტიბურიტანადან 600 მეტრის მოშორებით გეგმავს. სტადიონი დიდი ალბათობით 55,000 ქომაგს დაიტევს, მას ექნება პარკინგის ადგილი, რომელიც დაახლოებით 3,700 მანქანას დაიტევს.