Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ბარსელონას უკანახაზელის ტრანსფერზე მუშაობს

ესპანური წყაროებსი ინფორმაციით, რომა ბარსელონას მცველის კლემენ ლენგლეს ტრანსფერით ინტერესდება.

კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, რომამ კატალონიელებს ფრანგი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

ბარსელონა ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მის სანაცვლოდ 25 მილიონის მიღება სურს, ამიტომ ჯალოროსის შეთავაზების გაზრდა მოუწევს.

წყაროს ცნობით, ბარსელონამ ლენგლეს ჩართვა პელეგრინის ტრანსფერში მოისურვა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს მოთხოვნით მგლები პელეგრინის გაყიდვას არ აპირებენ.