Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა გლადბახის ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, რომა გლადბახის ნახევარმცველის დენის ზაქარიას დამატებაზე აქტიურად მუშაობს და მისი გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს.

ტრანსფერს ჯალოროსის თავკაცმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც გასული სატრანსფერო ფანჯრიდან მოყოლებული ფიზიკრუად ძლიერი ნახევარმცველის დამატებას ითხოვდა, მწვანე შუქი აუნთო.

30 წლის შვეიცარიელ ფეხბურთელეს გლადბახთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და რომა მზად არის, მის სანაცვლოდ ზამთარში გერმანელებს გარკვეული თანხა გადაუხადოს, რითიც ისინი ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვას თავიდან აირიდებენ.