Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა და არსენალი ფეხბურთელებს გაცვლიან ?

რომას ინტერესის შესახებ გრანიტ ჯაკას მიმართ უკვე მოგახსენეთ და არ არის გამორიცხული, რომ ჯალოროსიმ არსენალს 28 წლის შვეიცარიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფეხბურთელი შესთავაზოს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ჯაკა მოურინიოს ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მოთხოვნაა, რომელსაც მეთოფეები დაახლოებით 20 მილიონად აფასებენ, თუმცა ამ თანხის გადახდა მგლებს არ სურთ და მზად არიან ტრანსფერში თურქი ფეხბურთელი ჩენგიზ უნდერი ჩართონ.

უნდერმა გასული სეზონი ლესტერში, იჯარის წესით გაატარა და რომას დაუბრუნდა, მაგრამ ფონსეკას მსგავსად ის არც მოურინიოს გეგმებში შედის და ტიაგუ პინტუ მის გამოყენებას სხვადასხვა ტრანსფერში ცდილობს.

გათიშვა