რომა და არსენალი ფეხბურთელებს გაცვლიან

მინო რაიოლა გაცვლაზე მუშაობს,რომლის მიხედვითაც ჰენრიხ მხითარიანი,რომელიც არსენალის საკუთრებაში იმყოფება და იტალიაში იჯარის წესით თამაშობს,რომაში დარჩება,არსენალში კი ჯასტინ კლუვერტი გაემგზავრება.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით,მხარეები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და მათ მინო რაიოლას დახმარების იმედი აქვთ,რომელიც ორივე ფეხბურთელის აგენტია.

სომეხი ფეხბურთელის გარდა,ინგლისურ მხარეს დაახლოებით 25 მილიონი ევროს დამატება მოუწევს.დედაქალაქელებმა კლუვერტი 2018 წელს 17.3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმეს და ახლა მისი გაყიდვით კარგი ფინანსური შევსების იმედი აქვთ.

21 წლის კლუვერტმა მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.