Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა და ევერტონი ფეხბურთელებს გაცვლიან

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ევერტონის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ოლსენი – ბერნარდის ბარტერს მწვანე შუქი აუნთო.

ბრაზილიელმა ვინგერმა მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 271 წუთი გაატარა და დიდი ალბათობით ევერტონს დატოვებს, მისი ერთ-ერთი მსურველი კი სწორედ ჯალოროსია.

პაულო ფონსეკა 28 წლის ფეხბურთელს კარგად იცნობს, ის ბრაზილიელთან ერთად შახტარში 2016-18 წლებში მუშაობდა.

რომას ბერნარდის სანაცვლოდ 30 წლის რობინ ოლსენის დათმობა მოუწევს, რომელიც ევერტონს რომადან გასულ ზაფხულს იჯარის წესით შეუერთდა.

ბერნარდის აგენტი რომში უკვე ჩაფრინდა და მხარეები ფეხბურთელის პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჯალოროსის ევერტონისთვის ბარტერის შემთხვევაში 5-6 მილიონი ევროს დამატება მოუწევს.

აქვე მოგახსენებთ, რომ რომა ელ შაარავის დაბრუნებაზეც მუშაობს, თუმცა ჩინურ შანხაი შენჰუას იტალიელი ფეხბურთელის 5-თვიანი იჯარის სანაცვლოდ 2 მილიონი ევროს მიღება სურს.

გათიშვა