Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა და იუვენტუსი იკარდის ტრანსფერით ინტერესდებიან

მაურო იკარდის ინტერიდან წასვლის სემდეგ, არგენტინელი ფორვარდის სახელი არაერთ იტალიურ გუნდს დაუკავშირეს.

ბარსელონას აკადემიის ყოფილმა ფეხბურთელმა ნერაძურის შემადგენლობაში ჩატარებულ 219 მატჩში 124 გოლის გატანა მოახერხა. მან მარალ დონეზე თამაში საფრანგეთში, პსჟ-ს შემადგენლობაშიც გააგრძელა, მაგრამ 27 წლის ფორვარდი მბაპეს და ნეიმარის ჩრდილიდან გამოსვლას ვერ ახერხებს და მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის.

იკარდის მეუღლეს და მის აგენტს ვანდა ნარას არასოდეს დაუმალავს, რომ მას იტალიაში დაბრუნება სურს, იუვენტუსის და რომას ინტერესი მას სურვილის განხორციელებაში დაეხმარება.

რომას დიდი ალბათობით მომავალ სეზონში ედინ ჯეკო დატოვებს, იუვენტუსმა კი ალვარო მორატას მომავალზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და თუ მისი ატლეტიკოდან გამოსყიდვა არ მოისურვა, იკარდის ტრანსფერისთვის გუნდებს შორის დიდი ბრძოლა იგეგმება.