Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა და იუვენტუსი პსჟ-ს ფეხბურთეის ტრანსფერს გეგმავენ

იტალიური წყაროების ინფორამციით, იუვენტუსი და რომა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პსჟ-ს ნახევარმცველის ლეანდრო პარედესის გაფორმებას შეეცდებიან.

27 წლის არგენტინელი ფეხბურთელი, რომელსაც პარიზელებთან მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, გუნდის გეგმებში არ შედის და მან მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა 1 გოლის გატანა მაინც მოახერხა.

Calciomercato-ს ცნობით, პარიზელები მისი იანვარში გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან და მის სანაცვლოდ 20-22 მილიონ ევროს ითხოვენ.