Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა და იუვენტუსი ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ რომა იუვენტუსის კარის დარაჯის ვოიცეხ შესნის გაფორმებით ინტერესდებოდა და Tuttosport-ის ცნობით, გუნდებმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

წყაროს ცნობით, ეს ბარტერი ორივე გუნდისთვის საკმაოდ სარგებლიანი იქნება. იუვენტუსი ჯიჯო დონარუმას დამატებას ცდილობს, თუმცა ამისთვის ბიანკონერიმ პირველ რიგში შესნი უნდა გაუშვას და მისი ხელფასისგან გათავისუფლდეს, ფლორენცის დამატებით კი ტურინელებს საკმაოდ ძლიერი ფლანგის მცველი დაემატებათ.

რომას რაც შეეხება, ჯალოროსის გეგმებში ფლორენცი უკვე დიდი ხანია არ შედის და რამდენიმე გუნდში გატარებული იჯარის შემდეგ, მგლებს იტალიელი ფეხბურთელის საბოლოოდ გაყიდვა სურთ.

ერთადერთი პრობლემა პოლონელი კარის დარაჯის ხელფასი რჩება. ის იუვენტუსში სეზონში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და რთული წარმოსადგენია, რომ რომამ იგივე ხელფასის გადახდა მოახერხოს.