Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა და ლევერკუზენი შეთანხმდნენ

რომა და ლევერკუზენის ბაიერი პატრიკ შიკის ტრანსფერის თაობაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, გერმანელებს ჩეხი ფეხბურთელის სანაცვლოდ 27 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, შემდგომში მისი გაყიდვის შემთხვევაში კი რომას გარკვეული პროცენტი ჩაერიცხება.

შიკი რომაში 2017 წელს სამპდორიადან, 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ მივიდა, თუმცა მოლოდინები ვერ გაამართლა. გასული სეზონი მან ლაიფციგში იჯარის წესით გაატარა, სადაც 22 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.

ლევერკუზენი დიდი ალბათობით კაი ჰარვეტსს ჩელსიში გაუშვებს და მის შეცვლას სწორედ შიკით აპირებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.