Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა და ლესტერი ტრანსფერზე შეთანხმდნენ

La Stampa-ს ინფორმაციით, რომა და ლესტერი თურქი ფეხბურთელის, ჩენგის უნდერის ტრანსფერთან ახლოს არის.

გამოცემის ინფორმაციით, მელიები ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით აიყვანენ, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნებათ. ლესტერი თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ საერთო ჯამში 28 მილიონ ევროს გადაიხდის, საიდანაც 20 პროცენტი უნდერის ყოფილ გუნდს, ბეშიქთაშს ჩაერიცხება, დანარჩენს კი ჯალოროსი მიიღებს.

უნდერი რომას 2017 წელს, 14.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და იმ დროიდან დღემდე რომას მაისურით 88 მატჩი გამართა, 17 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.