Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა და მადრიდის რეალი შეთანხმებასთან ახლოს არიან

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომა სამეფო კლუბის შემტევის, ბორხა მოირალის გაფორმებასთან ახლოს არის.

წყაროს მტკიცებით, გუნდები დღეს ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ტრანსფერის საბოლოო დეტალები შეათანხმეს.

1997 წელს დაბადებული ფეხბურთელი მადრიდის რეალთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და რომას იჯარის წესით შეუერთდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.