Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა და მანჩესტერი სმოლინგის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, ჯალოროსიმ მანჩესტერთან კრის სმოლინგის ტრანსფერი შეათანხმა.

წყაროს ინფორმაციით, რომა სმოლინგს 1-წლიანი იჯარით აიყვანს, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება და წითელ ეშმაკებს 12 მილიონ ევროს გადაუხდის.

ჯალოროსიმ ფეხბურთელთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და მოსალოდნელია, რომ ის რომს უახლოესი დღეების განმავლობაში ეწვევა.

Leave a Reply

Your email address will not be published.