Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა და მილანი ვლაჰოვიჩისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომამ და მილანმა ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმების სურვილი დააფიქსირეს.

სერბმა ფეხბურთელმა ბენევენტოს წინააღმდეგ ჰეტ-ტრიკი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას დიდი მომავალი აქვს.

21 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულება ფიორენტინასთან 2023 წელს იწურება, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს იებში დარჩენა აღარ სურს და უფრო მაღალი დონის გუნდში გადასვლა სურს.

წყაროს ცნობით, რომა ფიორენტინას უკვე დაუკავშირდა, თუმცა სიტუაციას მილანიც ყურადღებით აკვირდება.

ახალგაზრდა ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლია.

გათიშვა