Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა და მილანი ლოვატოსთვის იბრძვიან

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, მილანი და რომა ვერონას მატეო ლოვატოსთვის იბრძვიან და ჯალოროსიმ ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ პირველი წინადადება უკვე გააკეთა.

21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა.

წყაროს ინფორამციით, მათ შორის ყველაზე მეტად რომა და მილანი აქტიურობენ და ჯალოროსიმ ფეხბურთელის სანაცვლოდ ვერონას 13 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა.

მილანი ლოვატოს ფიკაიო ტომორის ალტერნატივად მოიაზრებს, რომლის შენარჩუნება გუნდს სურს, თუმცა მისი გამოსასყიდი 28 მილიონი ევრო ეძვირება და თუ ჩელსისთან ფეხბურთელის ღირებულების შემცირება ვერ მოახერხა, შესაძლოა ლოვატოს ტრანსფერზე გადაერთოს.