Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა და მილანი ნახევარმცველისთვის იბრძოლებენ

როლანდო მანდრაგორა,რომლის სატრანსფერო უფლებების შესყიდვა 26 მილიონ ევროდ იუვენტუსს შეუძლია,რომას და მილანის სატრანსფერო რადარზე მოექცა.

ტურინელები უდინეზეს 26 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვას გეგმავენ და კაპიტალის გაზრდის მიზნით,მისი გაყიდვა უფრო ძვირად სურთ.

იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია,რომ იუვენტუსი და რომა ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ.რომას მანდრაგორა,ხოლო იუვენტუსს ბრაიან კრისტანტე სურს.

თუმცა რომას კონკურენტი გამოუჩნდა მილანის სახით,რომელიც ისმაელ ბენასერის მეწყვილეს ეძებს.როსონერის მის სანაცვლოდ საკმაოდ მსუყე თანხის გადახდა მოუწევს,რადგან იუვენტუსი ფეხბურთელის 30 მილიონად გაყიდვას გეგმავს.