Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა და ნაპოლი ტურამის ტრანსფერით ინტერესდებიან

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, რომა, ნაპოლი და ტოტენჰემი მარკუს ტურამის ტრანსფერით ინტერესდებიან, რომლის სანაცვლოდაც გლადბახი 25 მილიონ ევროს ითხოვს.

იუვენტუსის ყოფილი მცველის ლილიან ტურამის შვილი მომდევნო თვეში 24 წლის გახდება და მამამისისგან განსხვავებით ის არა მცველის, არამედ მარცხენა ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს.

წყაროს ცნობით, რომა და ნაპოლი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებას ცდილობენ.

ტურამმა გასულ სეზონში გლადბახის მაისურით 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლთან ერთად 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.