Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა და პელეგრინი შეთანხმებასთან ახლოს არიან

რომა გუნდის კაპიტანთან ლორენცო პელეგრინისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და იტალიური წყაროების ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, გუშინ მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა და რომამ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და დიდი ალბათობით მომდევნო შეხვედრა საბოლოო გამოდგება.

პელეგრინიმ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და 25 წლის იტალიელ ფეხბურთელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.