Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა და ჩელსი შეთანხმდნენ…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ჩელსი და რომა ლონდონელთა 23 წლის ფორვარდის ტამი აბრაჰამის ტრანსფერის ფასზე და ფორმულაზე შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, რომას პირველადი შენატანის სახით 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, 35 მილიონი კი მომდევნო სეზონებზე გადანაწილდება.

ახლა რომას თავად აბრაჰამის დარწმუნება მოუწევს, რომელსაც თავის მხრივ პრემიერ ლიგაში დარჩენა სურს და არსენალის წინადადებას ელოდება, თუმცა მეთოფეებს ჯერჯერობით ჩელსისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.