Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა დიბალასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, რომას პაულო დიბალასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება აქვს გადაწყვეტილი.

წყაროს ცნობით, ჯალოროსის არგენტინელის შენარჩუნება 2026 წლის ზაფხულამდე სურს და მზად არის, მას წლიური გასამრჯელო 6 მილიონ ევრომდე გაუზარდოს.

სკირას თქმით, რომას იმედი აქვს, რომ მისი კონტრაქტიდან არგენტინელის გამოსასყიდი თანხა – 20 მილიონი ევრო გაიზრდება, ან მითითებული საერთოდ აღარ იქნება.