რომა დიბალას ტრანსფერზე აღარ აქტიურობს, ნაპოლი არგენტინელის ერთადერთი რეალური მსურველია…
იტალიური მედიის ინფორმაციით, ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელიც ახლა პაულო დიბალას ტრანსფერით ინტერესდება, ნაპოლი გახლავთ.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომა, რომელსაც ლა ხოიას აქტიურად უკავშრებდნენ, არგენტინელის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდს ნიკოლო ძანიოლო დატოვებს, თუმცა ბოლო პერიოდში იუვენტუსი იტალიელი ტალანტის ტრანსფერზე აღარ აქტიურობს, რაც თავის მხრივ დიბალას ჯალოროსის რიგებში ხილვის შანსს ამცირებს.
წყაროს ცნობით, ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ მომენტისთვის დიბალას მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს ნაპოლია, რომელმაც კულიბალის გუნდიდან წასვლით საკმაოდ მსუყე სახელფასო ჭერი გამოანთავისუფლა და არგენტინელისთვის 5-5.5 მილიონის შეთავაზება მათთვის პრობლემა არ იქნება…