რომა დუშან ტადიჩის ტრანსფერით ინტერესდება
ნიკოლო ძანიოლოს გარშემო არსებული სიტუაციის გამო, რომა იტალიელი ფეხბურთელის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და იტალიური მედიის ცნობით, ჯალოროსი აიაქსის ფეხბურთელის დუშან ტადიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, თუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რომამ ნიკოლოს გაყიდვა მოახერხა, ჯალოროსის პრიორიტეტული სამიზნე სწორედ აიაქსის ვინგერი იქნება, რომლის გაფორმება ჯალოროსის დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება.
წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, ნიკოლო ძანიოლომ პრემიერ ლიგაში თამაშის თაობაზე აზრი შეიცვალოს და ბორნმუთის წინადადება მიიღოს, რაც რომას დაახლოებთ 35 მილიონ ევროს მოუტანს.