Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ვერეტუს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, რომა გუნდის ფრანგ ნახევარმცველს ჯორდან ვერეტუს ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს.

ვერეტუს რომასთან მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ის ჟოზე მოურინიოს გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ჯალოროსის ხელმძღვანელობა მზად არის, 28 წლის ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების დაასაჩუქროს.

წყაროს ინფორმაციით, რომა ვერეტუს კონტრაქტის 2026 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას შესთავაზებს, მისი წლიური გასამრჯელო კი ბონუსებთან ერთად 3.5 მილიონამდე გაიზრდება.

ვერეტუმ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.