რომა ვერტონგენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ამ დილით იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,რომ რომა ტოტენჰემის იან ვერტონგენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ვერტონგენს ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მის გახანაგრძლივებას არ აპირებს,აქედან გამომდინარე ყველა მსურველს მისი უფასოდ გაფორმება შეუძლია.

იქიდან გამომდინარე,რომ კრის სმოლინგის რომაში დარჩენის საკითხი დღითი დღე რთულდება,რომამ მის ალტერნატივად სწორედ ვერტონგენი მიიჩნია და მას 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

ვერტონგენი ტოტენჰემში 2012 წელს,აიაქსიდან გადავიდა და ამ დროის განმავლობაში მათი მაისური 300-ჯერ მოირგო,33 წლის ფეხბურთელის გაფორმება ინტერს და ნაპოლისაც სურთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.