Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე გააქტიურდა

დუშან ვლაჰოვიჩი ბოლო კვირეებში იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სახელი იყო. ახალგაზრდა ფორვარდი რომას, მილანს, ინტერს და იუვენტუსს დაუკავშირეს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯალოროსიმ ფიორენტინას შემტევის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.

Tuttomercato-ს მტკიცებით, რომას ტიაგუ პინტუ ფეხბურთელის აგენტებს უკვე შეხვდა და მხარეებმა პირველი მოლაპარაკებები გამართეს.

წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდი  5-წლიან კონტრაქტს, სეზონში კი ანაზღაურების სახით 2.5 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც გაკრვეული ბონუსები დაემატება.