Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ვოლფსბურგის ფორვარდის გაფორმებას გეგმავს

გერმანული მედიის ცნობით, რომა ვოლფსბურგის შემტევის ვოუტ ვეგჰორსტის გაფორმებას გეგმავს.

წყაროს ინფორამციით, რომას წარმომადგენლებსა და ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები ზაფხულის შემდეგ მიმდინარეობს და ნიდერლანდელი ფორვარდი თანახმაა, ჯალოროსის რიგებს ზამთარშივე შეუერთდეს.

29 წლის ფორვარდი ბორხა მაიორალის შემცვლელი უნდა გახდეს, რომელიც მოურინიოს გეგმებში აღარ შედის და არ არის გამორიცხული, რომ რეალის საკუთრებაში მყოფი ესპანელი ფორვარდი იჯარით ფიორენტინაში გადაბარგდეს.