რომა ზიეშის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
რომა ჩელსიდან ჰაკიმ ზიეშის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ცდილობს.
La Repubblica-ს ცნობით, მაროკოელი ლონდონელების გეგმებში აღარ შედი და თუ რომამ მასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, ტრანსფერს წინ ვეღარაფერი აღუდგება.
წყაროს ცნობით, რომა ზიეშს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვით ის ხელფასის სახით 4.5 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს. რომა ფეხბურთელის პასუხის მოლოდინშია, პარალელურად კი ძანიოლოს გასხვისებაზე მუშაობას განაგრძობს…