Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა იანვარში მეკარის გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომა იანვარში სასტარტო მეკარის გაფორმებას გეგმავს და ტორინოსთან ლოპესი-სირიგუს ბარტერზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

პაუ ლოპესი ჯალოროსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახლავთ. რომამ ის 2019 წელს ბეტისიდან, 23.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, თუმცა მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და ძალიან ხშირად რომას სასტარტო შემადგენლობაში ვეტერან მირანტეს ვხედავთ, თუმცა სტაბილურობით ვერც ის გამოირჩევა…

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, თუ რომა და ტორინო შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ჯალოროსი ზაფხულში პიერლუიჯი გოლინის ან მარკო სილვესტრის გაფორმებას შეეცდება.