Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა იანვარში მილიკის გაფორმებას შეეცდება

გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არკადიუშ მილიკის რომაში გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა საბოლოო მომენტში ყველაფერი ჩაიშალა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილიკი, რომელსაც ნაპოლისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რომაში შესაძლოა  უკვე იანვარში ვიხილოთ.

მილიკს რომასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და ჯალოროსი მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ იანვარში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც იმის ფონზე, რომ პოლონელს კონტრაქტი უმთავრდება, საკმაოდ კარგი წინადადებაა.

წყაროს ინფორმაციით, რომა მილიკს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონში 4.5 მილიონ ევროს გადაუხდის.