Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა იკარდის ტრანსფერზე მუშაობს

პსჟ-ს ფორვარდის მაურო იკარდის სერია ა-ში შესაძლო დაბრუნების შესახებ ხმები არ წყდება და მის სახელს ყველაზე ხშირად იუვენტუსს და რომას უკავშირებენ.

La Repubblica-ს ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს შეტევის გაძლიერება სურს და მისი ერთ-ერთ ფავორიტი ფეხბურთელი ინტერის ყოფილი კაპიტანი გახლავთ, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე სატრანსფერო ფნაჯრის პერიოდში პარიზს დატოვებს.

წყაროს ინფორმაციით, რომამ პსჟ-ს იკარდის ტრანსფერზე უკვე მიმართა და ფრანგებს 2 ვარიანტი შესთავაზა: ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარა, მისი 40 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, ან 2-წლიანი იჯარა, ამოწურვის შემდეგ კი რომას ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება.

ჯერჯერობით პსჟ-ს პასუხი უცნობია და სავარაუდოდ ყველაფერი იმის მიხედვით გადაწყდება, მოახერხებს თუ არა პარიზული გუნდი ევერტონიდან მოიზე კინის დამატებას.